ირაკლი კობახიძე დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება

17 აპრ 2026

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი სესიით გაიხსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. დისკუსიის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. საქართველოს პრემიერთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს ჩრდილოეთ მაკედონიის და ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს. 

საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.