გადამზადების კურსი საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე 

17 აპრ 2026

საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადების პროგრამა  გაიარეს.

უწყების ინფორმაციით, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები და რეჟიმები, წყალსარგებლობის გრაფიკის შეთანხმება, ახალი სატარიფო პოლიტიკა და სუბსიდიის მოდელი. 

პროგრამა ასევე მოიცავდა პრაქტიკული შემთხვევების განხილვას.