ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

17 აპრ 2026

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლებისთვის ტატამზე ხუთი ქართველი ჯუდოკა გავიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი.

ქალთა შორის კი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ნინო წიკლაური, რომელიც პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. 

თავიანთი შეხვედრები მოიგეს მიხეილ ბახბახაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა.