ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა

17 აპრ 2026

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა.

ევროპულ საქმეთა კომისიის აკადემიურ სესიაზე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უძრავი ქონების რეესტრის უსაფრთხოების, სანდოობის, სამართლებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანი დაცვის საკითხები.  

კომისიის სხდომა თბილისშ იმართება და 25 ქვეყნის ნოტარიატების 44 წარმომადგენელი ესწრება.