პოეზიის საღამო ხულოში

16 აპრ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც ადგილობრივ შემოქმედს, ჟუჟუნა აბაშიძის 69 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საღამოზე გაჟღერდა ავტორის ლექსები, რომლებიც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წაიკითხეს. ჟუჟუნა აბაშიძეს 300-მდე ლექსი აქვს შექმნილი და მისი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაზეთ „ხულოს“-ს მეშვეობითაც არის ცნობილი.

პოეზიის საღამო ქედლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის ჩართულობით გაიმართა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეებიც, რაც მსგავსი კულტურული აქტივობების საგანმანათლებლო მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ჟუჟუნა აბაშიძის ლექსების კრებულზე, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.