16 აპრ 2026
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საკვირაო სკოლა გაიხსნა ,ეს არის პროგრამა ,რომელიც ჟესტების ენის სწავლებას მოიცავს.
გაკვეთილები, რომლებსაც ჟესტების ენის სპეციალისტი გულო ამაღლობელი და მარიკა ლებანიძე ჩაატარებენ ,ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ჟესტების ენას საკვირაო სკოლაში 15 ახლგაზრდა შეისწავლის, პროგრამა ახალგაზრდობის ცენტრმა სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის გამო შეიმუშავეს.
მოსწავლეებს ჟესტური ენის შესწავლა უპირველესად სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის თანაბარი გარემოს შექმნისა და მათთან სრულფასოვანი კომუნიკაციის დასამყარებლად სურთ.