16 აპრ 2026
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ხვალ, 17 აპრილს, ტურნირზე მედლებისთვის ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
კაცთა შორის 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე ორივე – 57 კილოში და ნინო წიკლაური 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.