აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

16 აპრ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, ბორჯომში, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.  

გიორგი ჯინჭარაძე ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესს, არსებულ საჭიროებებს და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო შექმნაზე.