16 აპრ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის უწყებაში სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.