16 აპრ 2026
1 წლიანი საქმიანობა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში შეაჯამა. მინისტრმა ისაუბრა აჭარის რეგიონში კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანაა კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა და რეგიონში კულტურული ცხოვრების დინამიკის გაძლიერება.
კულტურის სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტი 44 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან 41 მილიონი პროგრამულ დაფინანსებაზე განაწილდა.
მოხსენების შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეკითხვები.