16 აპრ 2026
უნგრეთში ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხი და ოპოზიციის ლიდერის გამარჯვება, საქართველოში ოპოზიციური პარტიებისთვის ახალ სამოქმედო გეგმას აჩენს.
ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ უნგრეთის სცენარი საქართველოშიც უნდა განმეორდეს. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს, ამისთვის კი ამომრჩეველთან უფრო მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობენ.
''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ საქართველოში ოპოზიციას პოლიტიკური მომავალი არ აქვს, რადგან ისინი ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებიან და მხოლოდ გარე ძალების დაკვეთას ასრულებენ.