16 აპრ 2026
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანეში ნარკოტრეფიკინგში მონაწილე გემზე თავდასხმა განახორციელეს. დაღუპულია სამი ადამიანი. განცხადებას აშშ-ის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელ „იქსზე“ აქვეყნებს და იერიშის ამსახველ კადრებთან ერთად.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. მოკლულია სამი ნარკოტერორისტი, აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.