16 აპრ 2026
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი და გაირკვა ნახევარფინალური წყვილები. ფინალის საგზურისთვის ითამაშებენ „პარი სენ ჟერმენი“ VS „ბაიერნი“ და „არსენალი“ VS „ატლეტიკო“.
„არსენალმა“ მეოთხედფინალში „სპორტინგს“ სტუმრად 1:0 მოუგო, შინ კი 0:0 ითამაშა. უხვგოლიანი იყო „ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირება მიუნხენში. პირველი მატჩი მადრიდში გერმანელებს ჰქონდათ მოგებული, განმეორებითში კი ბოლო წუთებამდე „რეალი“ იგებდა – 3:2-ს. თუმცა 86-ე წუთზე კამავინგას გაძევების შემდეგ „ბაიერნმა“ ორი გოლი გაიტანა.
თავი ჯერ დიასმა გამოიჩინა 89-ე წუთზე, შემდეგ ოლისემ 94 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ბაიერნმა“ 4:3 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები 28 აპრილს დაიწყება.