16 აპრ 2026
19-26 აპრილს ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი გაეცნენ.
შალვა გოგოლაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებსაც შეხვდნენ და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მიიღებს.
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა.