16 აპრ 2026
დღეს თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. კაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქალთა შორის კი 48 და 52 კილოგრამში.
ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ხორვატ დანი კლაჩართან დამარცხდა. ნინო თათრიშვილის მეტოქე დარია მიხაილოვა ტურნირზე აწონვაზე არ გამოცხადდა.
ნინო მერვედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას. დღესვე იჭიდავებენ გიორგი სარდლაშვილი და ჯულიეტა როდონაია.