ავსტრალიის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

16 აპრ 2026

ძლიერი ხანძარია ავსტრალიის ქალაქ ჯილონგში.  ცეცხლი ქვეყნის ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ყველაზე მსხვილში გაჩნდა. ვივა-ენერგის ქარხანაში ხანძარი  ოთხშაბათს ღამით ბენზინის მწარმოებელ სექციაში გაჩნდა.

დღეში 120 ათასი ბარელის სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ავსტრალიის მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის, ვიქტორიის საწვავის მოთხოვნილების ნახევარზე მეტს და ქვეყნის მთლიანი მოთხოვნილების 10%-ს აკმაყოფილებს. ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. 

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მელბურნიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.