ისრაელის სამხედრო პრესსპიკერის ბრიფინგი

16 აპრ 2026

ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელი აკვირდება ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, თუმცა მზადაა საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და უფრო ძლიერად განაახლოს იერიშები.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომი დასასრულს უახლოვდება, რადგან პაკისტანის არმიის მეთაური, რომელიც  მედიატორის როლს ასრულებს,  თეირანში  კონფლიქტის განახლების თავიდან ასაცილებლად ჩავიდა.

დიპლომატიური ინიციატივა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა პაკისტანში  მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების საკითხი განიხილეს.

კვირას ისლამაბადში მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.