16 აპრ 2026
ირანის ატომური ენერგიის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ, „როიტერსს“ განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ირანის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული.
თეირანში მთავრობის მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლისას ესლამიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ნაყოფიერი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ირანის „უფლებებს და ინტერესებს“ აღიარებენ და მის „ღირსებას“ დაიცავენ.
თეირანის ენგელაბის მოედანზე მთავრობის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი შეიკრიბა , რომლებმაც ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები დაგმეს.
ომის დაწყების შემდეგ პირველ მასშტაბურ სამთავრობო აქციაზე შეკრებილები სკანდირებდნენ „ძირს აშშ“ და „ძირს ისრაელი“.