16 აპრ 2026
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე ღამით სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განახორციელა, რის შედეგადაც 13 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე ათეული დაშავდა და შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა. კლიჩკოს თქმით, დილით კიევზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. დრონი 18-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავებულია 45 ადამიანი.
კიევის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი თანამშრომელი. 8 ადამიანი დაიღუპა ოდესაში და 2 დნეპრში. დნეპრის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დაშავებულთა სიაში 27 ადამიანია.
ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ოფიციალური პირების თქმით, დრონებით თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.