საინფორმაციო შეხვედრა ფერმერებთან 

16 აპრ 2026

საქართველოს მელიორაციის წევრები ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ. საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემას ფერმერები ამჯერად კასპში გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია როგორც ახალი ტარიფის პრაქტიკულ გავლენაზე, ისე სამელიორაციო სისტემის განვითარების პერსპექტივებზე.

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრების მიზანია მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და ხელშეკრულებების დროულად გაფორმების ხელშეწყობა.