16 აპრ 2026
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში ცხოვრობენ. მშენებლობის ბიუჯეტი 15 მილიონ 374 ათას 192 ლარია.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.