გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი იტალიაში და შეხვედრა აგროსასურსათო კომპანიების წარმომადგენლებთან

16 აპრ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი,  იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი აგროსასურსათო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო  აგროწარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხის და წარმოების უსაფრთხოების  მაღალი სტანდარტების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მნიშვნელობას.