იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

16 აპრ 2026

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება.  ვიზიტის ფარგლებში 23-25 ივნისს  თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე  მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

2026 წლის 23-25 ივნისს  თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო  ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. 

საერთაშორისო  ფორუმს  500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები.