16 აპრ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ფორუმი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერება. ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა — „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“.