16 აპრ 2026
სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუქსემბურგთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მთავარი სასაუბრო თემა, საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობები და ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებები იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.
მასშტაბური ფორუმი, რომლის მთავარი თემაა მომავალი თაობებისთვის იმედის გაღვივება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, მსოფლიოს 157 ქვეყნის დელეგაციას და 70-ზე მეტ სპიკერს მასპინძლობს.