აჭარის უმაღლეს საბჭოში კულტურის მინისტრს მოუსმენენ

16 აპრ 2026

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარსდგება.

სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე წარუძღვება. 

ელისო ბოლქვაძე მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებს. მოხსენების შემდეგ მინისტრი უპასუხებს კანონმდებლების შეკითხვებს.