გოგა ბითაძის „ორლანდო“ პლეი ინის მატჩში ფილადელფიასთან დამარცხდა

16 აპრ 2026

„ორლანდო მეჯიქი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ინში „ფილადელფიას“ შეხვდა და 97:109 დამარცხდა. მაგრამ პლეი-ფისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გოგა ბითაძის გუნდი 17 აპრილს „შარლოტთან“ ითამაშებს და სწორედ იქ გადაწყდება, რომელი გუნდი განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას აღმოსავლეთის კონფერენციის საუკეთესო რვა გუნდს შორის. მოგებული რეგულარულის პირველადგილოსან „დეტროიტს“ შეხვდება. 

რაც შეეხება „ფილადელფიასთან“ მატჩს „მეჯიქის“ მწვრთნელმა გოგა ბითაძე 15 წუთი ათამაშა. ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა.