16 აპრ 2026
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ თურქული „გალათასარაი“ სერიაში 2:1 დაამარცხა. საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო.
გადამწყვეტი, მესამე მატჩი ტენერიფეზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 99:59 დასრულდა. ესპანელთა გამარჯვება ქართველი გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელმაც 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ეს ყველაფერი მან 18 წუთში მოასწრო.
„ტენერიფე“ ნახევარფინალში ლიეტუვის „რიტასს“ შეხვდება.