15 აპრ 2026
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.
მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ამგვარი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, გაეროს საქმიანობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გატარებულ რეფორმებს. ასევე ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე.