შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

15 აპრ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის სექტორებში.

საუბარი აგრეთვე შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობას ევროკავშირთან და ორი ქვეყნის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგრესსა და გამოწვევებს ევროინტეგრაციის მიმართულებით.