მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

15 აპრ 2026

კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც თითქოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების უფლებამოსილება არ გამოიყენა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტებისთვის მიმართეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს.

„შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს,“ - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2 ავრცელებს.