15 აპრ 2026
„ქართული ენა, ხელის ჩუქურთმა“ - ამ სახელწოდებით ქობულეთის მუზეუმში კალიგრაფიული ნამუშევრების, კალიგრამების და თემატური ვიზუალური კომპოზიციების საჯარო გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებაზე 60 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს.
ღონისძიება დედაენის დღის კვირეულს მიეძღვნა, რომლის მიზანია ქართული ანბანის ესთეტიკური და კულტურული მნიშვნელობის გაზრდა ახალგაზრდებში და მისი პოპულარიზაცია.
ნამუშევრების ქობულეთის მუზეუმში 15 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია მივიდეს და დაათვალიერება.