გამოფენა - „ფიროსმანი“

15 აპრ 2026

ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა.

ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.