15 აპრ 2026
2026 წლის 15 აპრილს, საქართველოში ვიზიტით მყოფი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია. მაიკლ ო’ფლაერტიმ ასევე მოინახულა სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება.
კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, 14-16 აპრილს საქართველოში ვიზიტს მართავს, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.