გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ და სერბ კოლეგა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

15 აპრ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ და სერბ კოლეგა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან  გამართულ შეხვედრაზე ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტების საკითხებზე გამახვილდა.

სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კი აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

იტალიაში მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.