15 აპრ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და იმ ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო დიასპორის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ისინი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურებიან - ქართველ ბავშვებს უნერგავენ სამშობლოს სიყვარულს და უნარჩუნებენ მათ ბმას საქართველოსთან.