15 აპრ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, ანგარიში, უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შემოვიდა.
საკომიტეტო მოსმენებზე ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარმოადგენს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხდომაზე, მეორე მოსმენით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასამიძემ წარმოადგინა.
ბიურომ საკითხი, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია. სხდომაზე, განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს16 აპრილის მორიგი პლენარულ სხდომის დღის წესრიგი.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - განცხადებით, მინისტრის საათის ფორმატში კანონმდებლები აჭარის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს მოუსმენენ.
დღის წესრიგში, ასევე შევიდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა.