ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

15 აპრ 2026

ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დასის რეპერტუარს სპექტაკლი “რევიზორი“ შეემატება. ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით, სპექტაკლს რეჟისორი გიორგი კაშია დგამს.

დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირის“ შემდეგ ეს მისი რიგით მეორე სპექტაკლია  ბათუმის დრამატულ თეატრში.  

როგორც რეჟისორი ამბობს, ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და დახვეწილი იუმორით აღწერს ადამიანური ცხოვრების მანკიერ მხარეებს.