სასაზღვრო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

15 აპრ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ,  სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანა 51 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".  

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.