სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

15 აპრ 2026

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი მიიღებს.

კონიტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები პირველად იქნება სრული შემადგენლობით.

საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.