ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალსტი „პსჟ“ და „ატლეტიკო“ არიან

15 აპრ 2026

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ტურნირს გამოეთიშა. პარიზში 2:0 მოგებული პირველი მატჩის შემდეგ წყვილის ფავორიტად ფრანგული გრანდი მიიჩნეოდა.

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 72-ე წუთზე  კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა ისევ დემბელემ გოლით დაასრულა.

ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ დარჩა, რომელიც ნახევარფინალში მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, „ატლეტიკო“ „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა, რომლის მეტოქე „არსენალსა“ და „სპორტინგს“ შორის გამარჯვებული იქნება.