15 აპრ 2026
UFC-ს ბოლო ღონისძიების - UFC 327-ის დასრულების შემდეგ რეიტინგები განახლდა. საშუალო წონის ტოპ 15-ში მცირე ცვლილებაა, რომან დოლიძე ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14 ადგილზეა.
წონების საერთო რეიტინგში ილია თოფურია კვლავ მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.
მერაბ დვალიშვილი კი მერვე პოზიციაზეა.