15 აპრ 2026
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა. მათ მინისტრს 19 კითხვა გაუგზავნეს.
კითხვები ძირითადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება.