14 აპრ 2026
„ბათუმის ხატება „ - თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სეირან ბაროიანის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა.
იგი ხელოვანის მეუღლის ,ირინა ბაროიანი-იანდიანის ხსოვნას ეძღვნება,გამოფენაზე სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტონამუშევრებია წარმოდგენილია,რომელთა ნახვა მსურველებს 21 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.
ცნობილი ფოტოხელოვანი სეირან ბაროიანი აჭარის ტელევიზიიის გახსნის პირველივე დღიდან ფოტოკორესპონდენტად და ოპერატორად მუშაობდა. იყო გაზეთ აჭარის ფოტოკორესპოდენტიც.
მისი ავტორობით გამოცემულია ორი ფოტოალბომი აჭარის შესახებ. დაარქივებული აქვს დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ფოტომასალა აჭარის ისტორიის შესახებ.