საქართველოს პარლამენტმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

14 აპრ 2026

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დედა ენა – ჩვენი საგანძური“ გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, ქართული ენის ისტორიულ მნიშვნელობასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მის ფუნდამენტურ როლზე ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.