დედა ენის დღე ხულოში

14 აპრ 2026

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხულოს კულტურის ცენტრᲨი.

ღონისძიებაში  ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები .

წარმოდგენილი გამოსვლები ხაზს უსვამდა ქართული ენის განსაკუთრებულ როლს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის მნიშვნელობას მომავალ თაობებში.

ღონისძიების მიზანი დედაენისადმი სიყვარულის გაძლიერება და ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია იყო.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.