დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

14 აპრ 2026

14 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

განათლების მინისტრის მოადგილემ,  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გლობალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ქართული ენის გაძლიერების აუცილებლობაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართული ენის ინტეგრაცია ახალ ტექნოლოგიებში – ხელოვნურ ინტელექტსა და საგანმანათლებლო პლატფორმებში, რაც ზრდის არამხოლოდ ხელმისაწვდომობას, არამედ ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც, მათ შორის ქართულენოვანი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების კუთხით.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა უცხოეთში მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლების ჩვენება. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სტუდენტური პროექტის – „ჩაწერე შენი ქართული ვიდეო“ გამარჯვებული ახალგაზრდების მიერ შექმნილ  ვიდეოკლიპებს.

ღონისძიების დასასრულს ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „სამეცნიერო მიღწევები საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში“.

დისკუსიის ფარგლებში, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე ენათმეცნიერებმა, ლიტერატორებმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებმა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ სამეცნიერო კვლევებზე ისაუბრეს, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.