14 აპრ 2026
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ განაცხადა.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის, რადგან ქვეყანა დღეს ძლიერი ეკონომიკური პოზიციებით ხვდება გლობალურ შოკებს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობას რისკების მინიმიზაციისთვის.