ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი საქართველოში შეხვედრებს მართავს

14 აპრ 2026

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი საქართველოში შეხვედრებს მართავს. მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, აქციებზე დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ხარვეზებს.

ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „გრანტების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა კანონებში შესული ცვლილებები. 

მანამდე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.