14 აპრ 2026
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ შანლიურფის პროვინციაში, საშუალო სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი, მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელი ამავე სკოლის 19 წლის ყოფილი მოსწავლე იყო. ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელმა უმისამართო ცეცხლი გახსნა ჯერ სკოლის ეზოში, შემდეგ კი შენობაში.
თავდამსხმელმა თავი მოიკლა, როცა პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.